გედევან ფოფხაძე „ქართულ ოცნებაზე“ – პუტინს უნდა ემსახურონ, მერე კი, ჩვენ ნეპალით შეგვაშინონ? გულწრფელად გეტყვით, მაგათი არავის ფიზიკური განადგურება არ მეწყინება

თუ პოლიციელი თავის სამსახურებრივ მოვალეობას კეთილსინდისიერად შეასრულებს, ამაში ხაბეიშვილი ჰპირდება რაღაც ანაზღაურებას, მე ამას იუმორის კუთხით ვუყურებ – ს განცხადება უფრო არის მასხრად აგდება „ქართული ოცნების“ მორალური სტანდარტის, ვიდრე მართლა რეალური შეთავაზება, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ს პოლიციის თანამშრომლებისთვის ქრთამის მიცემის საჯაროდ დაპირებისთვის დაკავებას ეხმაურება.
გედევან ფოფხაძის განცხადებით, ქრთამის შეთავაზება, როგორც წესი, ფარულად ხდება და ტელევიზიით ამას არავინ არ აკეთებს.
„ქრთამი თავისი არსით არის ის, რომ შენ ვიღაცას ფულს აძლევ იმისათვის, რომ მან თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის ხარჯზე შენ რაღაც სიკეთე მოგცეს. როგორც წესი, ქრთამი არის ლატენტური დანაშაული, ხდება ფარულად და არავინ ტელევიზიით ქრთამს არ ჰპირდება. მით უმეტეს, არავინ არ ჰპირდება ქრთამს იმაში, რომ თუ შენ კანონს არ დაარღვევ, მე შენ ფულს მოგცემ. მთავრობის წარმომადგენელს თუ ეტყვი, რომ თუ შენ კეთილსინდისიერად შეასრულებ შენს მოვალეობებს, მე შენ ფულს მოგცემ, ამაში სამართლებრივად ქრთამის კვალიფიკაცია რატომ უნდა იყოს. შეიძლება ეს იყოს სადაო, რომ ასეთი საჯარო განცხადება არ არის ეთიკური ან სწორი. ხაბეიშვილს არ უთქვამს, რომ თუ თქვენ სახელმწიფო გადატრიალებაში მიიღებთ მონაწილეობას, მაგაში ფულს მოგცემთ“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
გედევან ფოფხაძე გადაცემაში ნეპალში მიმდინარე სამოქალაქო დაპირისპირების კონტექსტში „ქართული ოცნების“ წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ნეპალის წინაპირობებს „ქართული ოცნება“ ქმნის“ და არა ოპოზიცია.
„პროცესი ნეპალში არ დაუწყია ხალხს, ნეპალის მთავრობამ მიიყვანა ხალხი იმ კონდიციამდე, რომ ასე მოქცეულიყო ხალხი. ახლა ესენი ამბობენ, იგივე არ გააკეთოთო და თავად რატომ აკეთებენ იმავეს, რასაც აკეთებს ნეპალის მთავრობა? რატომ იჭერენ ხალხს ტყუილად, რატომ აყალბებენ არჩევნებს? ამ ყველაფერს აკეთებენ და მერე ამბობენ ნეპალი გინდათ? მე არ მინდა ნეპალი, ნეპალის წინაპირობებს ესენი ქმნიან…
ბიუჯეტი უნდა ძარცვონ, მოსახლეობა გაჭირვებაში უნდა ჰყავდეთ, პუტინს უნდა ემსახურონ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა საფრთხის ქვეშ უნდა დააყენონ და ჩვენ მერე ნეპალით უნდა შეგვაშინონ? გულწრფელად გეტყვით მაგათი არავის ფიზიკური განადგურება არ მეწყინება. ივანიშვილი არის ჩემთვის ნაძირალა და გარეწარი და თუ ივანიშვილის ბენზინს გადაასხამენ და ცეცხლს წაუკიდებენ, მე ეს არ მეწყინება… გულწრფელად გეუბნებით. მაგათმა გააჩინეს ეს ემოცია ჩემში, ეს არ არის ის ემოცია, რომელიც ჩემგან მოდის. მე ხომ ვიცნობ ბიძინას, ჭიქა აგვიწევია ერთად, ურთიერთობა გვქონია, დავლაპარაკებივარ და კაცს რომ ამ კონდიციამდე მიიყვან, რომ ამას მაფიქრებინებ. რაც მაგის ტყუილები მახსოვს, გადაგდება, ყველანაირი სიბინძურე მახსოვს, თვალებში გიყურებდა და გატყუებდა, ხალხი უკანონოდ ციხეში ჩასვა, საქართველო პუტინთან წაიყვან და კაცია ამის მერე? ეს ზიზღი, რაც მე მაქვს, არის ბუნებრივი, გამოწვეული მათი ქცევისგან, ამიტომ ცინიზმს თავი დაანებონ, ისინი აჩენენ ამ აგრესიას. მურტალოს ციტატით ვეტყვი: ყველა თავის თავს თვითონ იკლავს“. მე მათ მიმართ ძალადობას არ განვახორციელებ, მაგრამ ისინი იმსახურებენ ყველანაირ ძალადობას“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – პარტიის აკრძალვის შემდეგ დავაკვირდებით, მასთან დაკავშირებული პირები ხომ არ ცდილობენ, მოძებნონ პოლიტიკური საქმიანობის სხვა საშუალებები – თუ ამას დავინახავთ, მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს

შალვა პაპუაშვილი – ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სარჩელში არ მივმართავთ ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებით პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას ისაა, რომ არ გვინდა გვქონდეს მოკლე სია ან რაღაც სია – გვინდა დავიტოვოთ უფრო ფართო ინსტრუმენტი

ირაკლი კუპრაძე – ანტიქართულმა „ოცნებამ“ გადაწყვიტა, დემოკრატიას მიაყენოს გადამწყვეტი დარტყმა – რუსული რეჟიმის მიმართ წინააღმდეგობა იქნება უკომპრომისო – ვდებთ პირობას, რომ ეს ბრძოლა არ გაჩერდება, სანამ არ იქნება გამარჯვება