გედევან ფოფხაძე – ოპოზიციამ უნდა დაუმტკიცოს საზოგადოებას, რომ მზად არის არა მარტო საპყრობილისთვის, არამედ სიკვდილისთვისაც – თუ ჩვენ ვეტყვით ხალხს: „მოდით, დავამხოთ რეჟიმი“, ეს უკვე მღვდელი გაპონის ფუნქციაა

ოპოზიციამ მორალური ფუნქცია შეასრულოს – თვითონ წავიდეს იმ ზღვარზე, რა ზღვარიც აქვს გადასალახი და დაუმტკიცოს საზოგადოებას, რომ ის მზად არის, არა მარტო საპყრობილისთვის, არამედ სიკვდილისთვისაც , – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“განაცხადა.
მისივე მოსაზრებით, ოპოზიცია ხალხით აპელირებას არ უნდა ცდილობდეს, რადგან ხალხის მიერ ოპოზიციის გვერდით დგომა, არანაირ ეფექტს არ მოიტანს.
როგორც ფოფხაძე ფიქრობს, „ქართულ ოცნებას“ მშვიდობიანი აქციების არ ეშინია, რადგან ხალხის დასარბევად საკმარისი პოლიციური რეჟიმი ჰყავს.
„ქართულ ოცნებას შეეშინდება იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენ სამხედრო იარაღს შემოვიტანთ და ამ ხალხს ქუჩაში ავტომატებს დავურიგებთ, ამისი შეეშინდებათ, მაგრამ მშვიდობიანი აქციების არ შეეშინდება. „ქართულ ოცნებას“ საკმარისი პოლიციური რეჟიმი ჰყავს იმისათვის, რომ ეს ხალხი დაარბიოს. ნებისმიერი მშვიდობიანი აქცია, რომელიც რუსთაველზე ყოფილა და იქნება, იქნება დარბეული ხელისუფლების მხრიდან.
არის კიდევ მღვდელი გაპონის მისია, მე შემიძლია ვუთხრა – შენობაში შევიჭრათ ან ზღვარს გადავიყვან ამ ხალხს, გაისვრიან და ისევ მე გამოვალ მტყუანი. მგონია, რომ ოპოზიცია ხალხით აპელირებას არ უნდა ცდილობს. თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ხალხი ჩვენ მხარეს არის, ეს არანაირი ეფექტს არ მოიტანს. თუ ჩვენ ვეტყვით ხალხს – „მოდით დავამხოთ ეს რეჟიმი“, ეს უკვე „მღვდელი გაპონის“ ფუნქციაა.
მიმაჩნია, რომ ოპოზიციამ მორალური ფუნქცია შეასრულოს – თვითონ წავიდეს იმ ზღვარზე, რა ზღვარიც აქვს გადასალახი და დაუმტკიცოს საზოგადოებას, რომ ის მზად არის არა მარტო საპყრობილისთვის , არამედ სიკვდილისთვისაც“, – განაცხადა ფოფხაძემ.
ფოფხაძის თქმით, ოპოზიციამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ წავიდეს ციხეში.
„ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ არ უნდა ვცნოთ მათი სამართლებრივი არსებობა. თუ სასამართლო ს იჭერს, მარტო ნიკა მელია არ უნდა დაიჭირონ, უნდა დაგვიჭირონ ყველა. ამისი წინაპირობები ჩვენ უკვე უნდა შევქმნათ. ოპოზიცია უნდა წავიდეს ციხეში – ეს გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ! ჩვენი მასობრივი პროტესტი, მასობრივი დაუმორჩილებლობა რეჟიმის მიმართ უნდა გადაიზარდოს იმაში, რომ ჩვენ დავიკავოთ ის ადგილები, რომელსაც ხვალ მათ დავუთმობთ. ივანიშვილის ვაძლევ გარანტიას, რომ თუ ის მე საკანში ადგილს მომიძებნის, იმ საკანში თავად ჩემზე უფრო დიდი ხანი იქნება.
არ უნდა გადაიხადო გირაო, მათი არანაირი დოკუმენტი არ უნდა ჩაიბარო. არ უნდა ცნო მათი არანაირი მოქმედება, რადგან ჩვენ არ ვცნობთ ამ რეჟიმს და მათ ჩინოვნიკებს. მათი სამართლებრივი გადაწყვეტილებები უნდა ჩავთვალოთ ფარატინა ქაღალდებად. უნდა ვუთხართ, რომ ეს ქაღალდები სხვა ფუნქციით მოიხმარონ, ჩვენ ამ ქაღალდებით ნუ გველაპარაკებიან. ციხეში არის ივანიშვილის, კობახიძის ადგილი, ისინი არიან სამშობლოს მოღალატეები და კრიმინალები“, – განაცხადა ფოფხაძემ.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებასთან“ რამე ფორმით თანამშრომლობა ნიშნავს ღალატს.
„ჩვენ გუნდში ბევრია ისეთი, რომლებიც მზად არიან ნებისმიერი მსხვერპლი გაიღონ თუ სამშობლოს დასჭირდება. ვინც ხალხის ნებას ბოლომდე შეასრულებს, ის დარჩება პოლიტიკურ ველზე. ვინც დაიწყებს პოლიტიკურ კეკლუცობას, თამაშს და ორმაგი სტანდარტით ცხოვრებას ის ხალხის მიერ ავტომატურად ჩამოიშლება პოლიტიკიდან.
ვინც რეჟიმთან რამე ფორმით ითანამშრომლებს ის არის კოლაბორაციონისტი. ან თამასას ბოლომდე ავწევთ და ყველა წავალთ იმაზე, რომ გავანულებთ ამათ სამართლებრივ სისტემას. რეჟიმთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა არის ღალატი“,- განაცხადა ფოფხაძემ.