გედევან ფოფხაძე: ეს მათი გადაწყვეტილება არ არის. არც ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა…

ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პარტია „ახლების“ წარმომადგენელი, გედევან ფოფხაძე.
–ბატონო გედი, ხელისუფლება ხელახლა აპირებს „აგენტების კანონის“ მიღებას, რომელიც შარშან, ორი მოსმენის შემდეგ მიღებული, პარლამენტმა მესამე მოსმენით ჩააგდო ხალხის პროტესტის გამო. რატომ აკეთებენ ამას და რა მოხდა ამ ერთ წელიწადში ისეთი, რომ ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ამჯერად კანონს მიიღებს? რა არის ეს, ხელისუფლების თავხედობა თუ სიბრიყვე?
– ერთადერთი ახსნა მაგისი ის არის, რომ ეს მათი გადაწყვეტილება არ არის. არც ს გადაწყვეტილებაა. ეს არის საგარეო ფაქტორით გამოწვეული, გარკვეული ვალდებულებების შესრულების იძულება დან, რომ ასეთი რაღაც გააკეთონ. სხვა ვარიანტს არ ვუშვებ, რადგან ყველა დანარჩენს აქვს ხარვეზი და გარკვეული ალოგიკურობა. „ქართულ ოცნებას“ ს წინ არანაირად არ სჭირდებოდა არაფერი მსგავსი.
– უდავოა, რომ არჩევნების წინ „ქართული ოცნებისთვის“ ეს წამგებიანი ნაბიჯია
– რა თქმა უნდა. როდესაც შენ იძახი, რომ რჩევნებში ხმების 60% ავიღებ, საკონსტიტუციო უმრავლესობა მექნება, მაშინ თქვი, რომ მე ამ კანონის მიღებასაც ვაპირებ მომავალში აუცილებლად, რადგან მგონია, რომ სწორი იქნება. ადექი და მიიღე ლეგიტიმაცია ამომრჩევლისგან, ხომ იღებ ამ 60%–ს და მერე წყნარად და მშვიდად, ყოველგვარი დაძაბვის გარეშე მიიღებ ამ კანონსაც?! ახლა რატომ შემოგაქვს ეს კანონი?! 5–6 თვეა არჩევნებამდე დარჩენილი. ამ დროის მანძილზე აქციე ეს კანონი შენი პოლიტიკური პროგრამის ნაწილად და როცა ხალხი მოგცემს ხმას, გამოვა, რომ ხალხი ამაზე თანახმაა. ახლა, ერთის მხრივ იძახიან, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას ვიღებთო და მეორეს მხრივ, თავადაც იციან, ვერანაირ საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ იღებენ, რეალურად ხალხი მაგათ ხმას არ მისცემს. ერთადერთი, რაზედაც მათი პოლიტიკური არსებობის შანსი ჰკიდია, ეს არის ოპოზიციის სისუსტე ან მისი არაორგანიზებულობა და დაქსაქსულობა. თუმცა, ეს პრობლემაც შეიძლება მოგვარდეს, ამომრჩეველი მოერევა ამ თემას. ამომრჩეველი, საბოლოო ჯამში, შეძლებს, რომ ისე წარმართოს თავისი ენერგეტიკა, არჩევანი, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ვეღარ დარჩება. შესაბამისად, ერთადერთი ახსნა ის არის, რომ რუსეთმა პირდაპირ უთხრა ხელისუფლებას, რომ ახლავე უნდა მიიღოთ ეს კანონი, ამით უნდა დამიმტკიცოთ, რომ ჩემთან ხართ, ჩემნაირი ხარ და არ იტოვებთ უკან დასახევ გზას და დასავლეთთან ბოლომდე წვავთ ხიდებს.სხვათაშორის, ეს მტკიცებულება მ გააჟღერა.
– სოციალურ ქსელში აქტიურად ისმის კითხვა, რომ ამ კანონის მიღებას ახლა და სასწრაფოდ იმიტომ აპირებენ, რომ საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ფეხბურთელთა ამ გამარჯვებამ, ხალხის გაერთიანების მუხტი წარმოშვა და ბევრი ფიქრობს, რომ ხელისუფლება ცდილობს, ეს მუხტი სათავეში ჩაახშოს. ხელისუფლებას რომ ხალხის გაერთიანებისა ეშინია, ეს ყველამ კარგად ვიცით. „რესპუბლიკის მოედანზე“ როდესაც ფეხბურთის ქომაგებმა დაუსტვინეს ს, კალაძემ და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებმა განაცხადეს, რომ მას „ნაცები“ უსტვენდნენ. ამით, გამარჯვების მეორე დღესვე, ამ სახალხო ზეიმს დარტყმა მიაყენეს, ქომაგები პოლიტიკურ ჯგუფებად დაყვეს. „ნაცები“ უსტვენდნენო, გეგონებათ, „ნაცების“ გარდა დანარჩენ საქართველოს მაცხოვრებლებს კობახიძე დიდად ეხატებათ გულზე.რამდენად რეალურია ეს მოსაზრება, რომ ფეხბურთის გამო გაერთიანებული ხალხისა ეშინიათ და ამ გამაერთიანებელი მუხტის ჩაკვლას ცდილობენ?
– მაგ მოსაზრებას მეც ვიზიარებ და ვეთანხმები. მართლა მოხდა ისეთი რაღაც, რაც დღმდე არ მომხდარა. ივანიშვილისთვის წლების მანძილზე იყო პოლარიზებული განწყობები, ხალხი პოლიტიკურ პროცესს უყურებდა მხოლოდ ნეგატიური მოტივაციით– მე არ მომწონს „ნაცები“ და ამიტომ მივცემ ხმას „ქოცებს“, მე არ მომწონს „ქოცები“ და ამიტომ ხმას მივცემ „ნაცებს“. ეს პოლარიზება ივანიშვილს პოლიტიკურ არსებობას უადვილებდა და ხელისუფლებაში ყოფნასაც უხანგრძლივებდა. თუმცა, თუ საზოგადოება ერთიანია და ვიღაცის ჯინაზე არ აკეთებს არჩევანს, ამ გაერთიანებულ საზოგადოებას უკვე არა ნეგატიური, პოზიტიური მოთხოვნები აქვს. მერე უკვე იწყებს ანალიზს, უნდა შედეგი. იცვლება სიტუაცია. განა ისევ რაღაც არ უნდა, უკვე რაღაც უნდა და ამაზე იღებს ორიენტაციას. საკმარისია, „ქართული ოცნება“ ობიექტურად შეაფასო, რომ ამ ობიექტურ სტანდარტებს ვერ გაუძლებს. „ოცნებას“ ერთადერთი შედარებითი შეფასება აწყობს– უნდათ, შეადარონ რომანოვების დროინდელ საქართველოს, საბჭოთა პერიოდისას, შევარდნაძისა და „ნაცების“ დროინდელს, მაგრამ ობიექტურად არ უნდა შეაფასონ, რადგან მაშინ ცუდი ხელისუფლება გამოდის. რატომ დაუსტვინა ხალხმა კობახიძეს? იმიტომ, რომ ვიღაცამ მათ თვალწინ სცადა ეს გამარჯვება საერთო–ეროვნული გამარჯვებიდან ექცია ვიწროპარტიულ, ერთი ჯგუფის გამარჯვებად. ეს სტვენა იყო აბსოლუტურად ბუნებრივი ემოცია, დაგეგმილი არ იყო. ეს თეორიულადაც გამორიცხულია. ვერც ვერავინ დააორგანიზებდა, რომ კობახიძისთვის დაესტვინა. ხალხს უნდოდა ეროვნული ერთიანობა და ეს განცდა მათ ბედნიერებას გვრიდა, ამ დროს კობახიძე მოვიდა და ამ ერთიანობაში ხინჯის შემოტანა სცადა, ამ ერიანობის დაშლა სცადა და იმიტომ დაუსტვინეს. გამაერთიანებელი ფაქტორი პლუს ადამიანების ობიექტური და პოზიტიური შეფასების სტანდარტი, კრიტერიუმი, ამთავრებს ამ ხელისუფლებას.
– რაც შარშან მარტში მოხდა, ყველამ ვნახეთ. შეიძლება იმის თქმა, რომ ბეწვზე გადავრჩით, რომ სისხლი არ დაიღვარა. ახლა ისევ იგეგმება საპროტესტო აქციები, აგერ ხვალ, 9 აპრილს, თავისუფლების მარში დაანონსდა. ხელისუფლებას ხომ არ აწყობს, რამე უბედურება დატრიალდეს და არჩევნები გადადოს, რადგან ცუდად აქვს წინასაარჩევნოდ საქმე?
– კი, შარშან მართლა ბეწვზე გადავრჩით, რომ უმართავი პროცესები არ დაიწყო. ჩვენ ამის შესახებ ვრცლად ვისაუბრეთ და მე იმ აქციებზე ვიყავი, ყველაფერი კარგად მახსოვს. თქვენი კითხვა დროულია და უსაფუძვლო არ არის. ყველაფერზე უნდა ვიფიქროთ. როდესაც ასეთ რაღაცას აკეთებს ადამიანი, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, რადგან ფრთხილად უნდა ვიყოთ და ხელისუფლების თამაში არ უნდა ვითამაშოთ, მაგათ გეგმებში არ უნდა შევყვეთ და საშუალება არ უნდა მივცეთ, რომ რაღაც თემაზე აგვიყოლიონ. არაერთი თემა წამოსწიეს, რაშიც ჩვენი აყოლიება უნდოდათ. ვგულისხმობ, მთლიანად კრიტიკულ საზოგადოებას, რომელსაც რეალობა არ მოსწონს და უნდა ცვლილებები. დღის წესრიგი უნდა იყოს პოზიტიური, ხალხმა უნდა დაინახოს, ვინ რას სთავაზობს და რასაც სთავაზობს, ამ საკითხების მოგვარებას რა ვადაში და როგორ აპირებენ. არ შეიძლება მუდმივად ვიღაცის გინების ხარჯზე მიიღო ხმები, ეს არ არის სწორი. თუ ასეთ დღის წესრიგს არ შეაქმევინებენ, ეს უნდათ მაგათაც. მეორე მხრივ, რასაც თქვენ ამბობთ, ამათ შეიძლება უფრო სიღრმისეული გათვლები ჰქონდეთ, რომ მოდი, ამ თემაზე კონფლიქტი მოხდეს, ხალხი ქუჩაში გამოვა, პროვოკაცია მოხდეს, აირიოს სიტუაცია, საგანგებო მდგომარეობა შემოვიღოთ, ოღონდ შევინარჩუნოთ ხელისუფლება.თუ ამაზეც ფიქრობენ, ჩვენც ამაზე უნდა ვიფიქროთ. პარალელურად, ამ შესაძლო გეგმის მხილება უნდა მოხდეს ყველა შემთხვევაში. ის ვერსიებიც უნდა განვიხილოთ, რაც კიდევ შეიძლება სავარაუდო გეგმის სახით ჰქონდეს ხელისუფლებას და ყველა გეგმისთვის მზად უნდა ვიყოთ. თქვენ დასვით კითხვა, ამაზე ვლაპარაკობთ. მერე სხვებიც ილაპარაკებენ, გახდება მედიაში განსჯისა და ანალიზის საგანი და უკვე გაშიფრული გეგმის განხორციელებაზე ხელს აიღებენ, რადგან ეცოდინებათ, რომ საზოგადოება მათ თამაშს არ ითამაშებს, არ აჰყვება პროვოკაციულ გეგმაში. ეს უკვე სერიოზული საქმეა, მედიით, სოც–ქსელებით მხილებით მათი ვერაგული გეგმების ჩაშლა. ახლა ჩვენ, შეიძლება ითქვას, ხელისუფლების ერთი სავარაუდო პროვოკაციული გეგმა გავშიფრეთ და ჩავაგდეთ კიდეც.

ასევე დაგაინტერესებთ