იუმორისტი, მსახიობი, ნიკა ქავთარაძე:
დღეს პირველად წამომაძახა ქოცური სულის პატრონმა, “იყავი ახლა და შანზელიზედან და მონმარტრიდან არიგე სხვებს ჭკუაო”
ძალიან განვიცადე, გავბრაზდი, სიმწრის ცრემლები მომაწვა – გეგონება, მოპარული მილონებით ვგულაობ აქ. ჩემი ბოლო სამი სამსახურის ხელფასების 1/10 მაქვს, საჭმლის ფულად. შვილებს რომ ვერ ვნახულობ და არ ვიცი, როდის ვნახავ, თითქოს მარტივი იყოს. თან პარიზშიც არ ვცხოვრობ.
მარა მალევე გამიარა, გავიღიმე და დავფიქრდი იმაზე, რომ საფრანგეთის უმაღლესი მწვერვალი არის მონ ბლანი (Mont Blanc) – 4806 მეტრია.
ასვლა გოუჭირდება, მარა სუ რიკირიკინით გამეექანება.




