ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 თებერვალს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფლებში დიღმი, ვეძისი, დიდგორი, თელოვანი და მიმდებარე ტერიტორიაზე; 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ახალშენი, ჭილურტი, მჭადიჯვარი, ებნისი, ლამოვანი, ციხევდავი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 11:05 საათამდე და 16:55-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში მუხრანი, ძალისი, ქსოვრისი, ვაზიანი და მიმდებარე სოფლებში. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
