ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 თებერვალს 11:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ხეობა, წითელი კლდე, დოლოშა, კენჭაკლდე, საცხავატლო და მიმდებარე სოფლებში; 11:15დან 14:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში დევენაანთხევი, ხევსურთსოფელი, საყდრიონი და მიმდებარე სოფლებში; 16:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.