გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 იანვარს 10:30-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ გლდანსა და ავჭალაში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში წილკანი, ფრეზეთი, ერედა, ბურიანი, უფურეთი, წეროვანი და მიმდებარე სოფლებში; 14:55-დან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთაში სამხედროს, სააკაძის, ღვინჯილიას, შრომის და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.