გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 თებერვალს 13:20-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთში – ვაჟა-ფშაველას, ობსერვატორიის, ბაჩანას და მიმდებარე ქუჩებზე; 14:35-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – საგურამო, ახალსოფელი, წიწამური, ნანივრალი და მიმდებარე სოფლებში.
სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.




