გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 იანვარს 10:30-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ბაზალეთი, გრიგოლიანთკარი, მილახვრიანი და მიმდებარე სოფლებში შეეზღუდებათ.
„10:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ცხვარიჭამია, ლელუბანი, წიწამური, სოფელი გლდანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში მუხრანი, შაუმიანი, ძველი ქანდა, ბურიანი და მიმდებარე სოფლებში; 11:30-დან 13:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში სტეფანწმინდა, გერგეთი და მიმდებარე სოფლებში; 13:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის და დუშეთის რაიონის სოფლებში მისაქციელი, ახალუბანი, ნატახტარი, ბულაჩაური და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაბა ზარქუა: შაქარზე რომ თქვა იმ ბიზნესმენმა თემქაზე უფრო იყიდება, ვაკეში ყურადღებას არ აქცევენო, ეგ სალაზღანდარაოდ კი ავიგდეთ მაგრამ სინამდვილეში სოციალური უთანასწორობის სიმპტომია

ლაშა ტუღუში „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებებზე – არასერიოზულია ის რეაქცია, რომელსაც დღეს ვისმენთ – სასაცილოა ამათი პოზიციონირება