ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.
“ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 ოქტომბერს 10:00-იდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭართალი, მუგუდა, დოლასქედი, წითლიანა, ზენუბანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 11:05 საათამდე და 14:55-იდან 15:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში ზაჰესში მშვიდობის, ენერგეტიკოსების, კასკადის, ანდრონიკაშვილის, შოთაძის და მიმდებარე ქუჩებზე.
სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
