გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 სექტემბერს 01:00-იდან 02:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ გლდანში, თიანეთის გზატკეცილზე, ხოჭის ტბასა და მიმდებარე ტერიტორიაზე; 15:50-იდან 19:00 საათამდე აბონენტებს სოფელ გლდანსა და ავჭალის მასივში; 22 სექტემბერს 11:00-იდან 13:05 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში თხინვალა, ლისი, ლელუბანი, ფშატეების მიწა და მიმდებარე ტერიტორიაზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკო რუბიო: უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები მოიცავს ევროპელი სამხედროების მცირე რაოდენობით განთავსებას და აშშ-ის მხარდაჭერას, მაგრამ, ფაქტობრივად, უსაფრთხოების გარანტია აშშ-ის მხარდაჭერაა

სალომე სამადაშვილი: სოფლის „ბირჟაზე“ დგას კაცი, ემიგრანტის გადმორიცხული ფულით არსებობს და აზრს გამოხატავს პოლიტიკაზე, მასაც შეიძლება მიადგეს პროკურატურა ახალი კანონით? რატომ არა? – აბსურდულობის ახალ ფაზაზე გადავიდნენ