გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.
“ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 სექტემბერს 11:00-იდან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩანადირთკარი, საკრამული, ნაგლიანთკარი, ქვემო მლაშე და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხევსურთსოფელი, დევენაანთხევი, საყდრიონი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში წილკანი, ფრეზეთი,, ახალდაბა, სელექცია და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.