ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.
“ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ივნისს 10:00-იდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ დიღომში – ცამეტი ასურელი მამის, სვეტიცხოვლის, შეყლაშვილის, ჩარგალეთის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-იდან 14:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფლებში თხინვალა, მსხალდიდი, ლისი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 12:00 საათამდე აბონენტებს დუშეთი მუნიციპალიტეტის სოფლებში – ახატანი, ჭოპორტი, ბიწმენდი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 12:10 საათამდე აბონენტებს მცხეთაში გმირის, ღვინჯილიას, მუხრანის, შრომის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე წიწამურში, საგურამოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე; 12:00-იდან 15:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭოპორტი, ბიწმენდი, ჯიღაურა, გალავანი, ბურიანი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში საგურამო, ზაქარო, ზედაზენი, წყაროსთავი და მიმდებარე სოფლებში; 14:50-იდან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთაში გამარჯვების, სამხედროს, აღმაშენებლის, შრომის და მიმდებარე ქუჩებზე; 15:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძეგვი, არმაზი და მიმდებარე ტერიტორიაზე, აგრეთვე მცხეთაში წერეთლის, რუსთაველის, კარიბჭის, მამულაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
