ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.
“ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 ივნისს, 10:00-იდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭართალი, წითლიანა, მუგუდა, დოლასქედი, წინა მხარი, ლუთხუბი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში მუხათგვერდში, ზაჰესში, მამკოდასა და მიმდებარე ტერიტორიაზე; 11:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში ცამეტი ასურელი მამის, ჩარგალეთის, ქედის უბნის, ფიროსმანის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-იდან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტარში; 12:00-იდან 16:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში სნო, აჩხოტი, არშა, ახალციხე, კარკუჩა და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
