გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს

„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ივნისს 10:00-დან 10:15 საათამდე და 12:45-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭოპორტი, ბიწმენდი, საგურამო, ჯიღაურა, არაშენდა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში დიდგორის, წერეთლის, ბარათაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში გველეთი, დარიალი, ლარსი და მიმდებარე სოფლებში.
სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.