გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კერძოდ, კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 აპრილს 10:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში – ჭილურტი, პეტრიანი, ებნისი, ციხისუბანი და მიმდებარე სოფლებში; 28 აპრილს 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში – ანანური, ციხისძირი, ცივწყარო, ფიტავი, ვარდი და მიმდებარე სოფლებში.
„სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
