გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.
“ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 აპრილს 10:00-იდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთში სტალინის, ბექაურის, მწითურის, ტაბიძის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში კობიაანთკარი, შალიკიანთკარი, სულიკიანთკარი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 15:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფლებში თხინვალა, ლისი და მიმდებარე ტერიტორიაზე; 11:00-იდან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთაში; 12:00-იდან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ციხისძირი, მუხრანი, წეროვანი, პატარა და ძველი ქანდა და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 16:00 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში ვახუშტი ბატონიშვილის, ჩალიპირების, ავთანდილის, ანდრონიკაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე; 12:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში ლისზე. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)