გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 დეკემბერს 12:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში ქედის ბოლოს, ჩალიპირებში, ავთანდილის და მიმდებარე ქუჩებზე; 18 დეკემბერს მცხეთის რაიონის სოფლებში ბურიანი, ნავდარაანთკარი, წინამძღვრიანთკარი, არაშენდა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ცხვარიჭამია, ლელუბანი, თეზამი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისში სოფელ დიღომში ზემოუბანი, დიდგორი, ვეძისი და მიმდებარე ტერიტორიაზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკო მანაგაძე: ადრე თუ გვიან ყველაფერი სრულდება. რამდენი ტიტუშკა არბენინა, რამდენი ფიტული აგორავა აუდიტორიების შესავსებად, რამდენი სტუდენტი აცემინა, მაგრამ მაინც ასე დაამთავრა – წავიდა