გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ინფორმაციას კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 ნოემბერს 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ გლდანში და გიორგიწმინდაში; 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში გუდაური, ქუმლისციხე, ზემო მლეთა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ოძისი, ბაქაქურები, მჭადიჯვარი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 14:30 საათამდე აბონენტებს მცხეთაში სამხედროს, გმირის, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებზე; 12:00-დან 14:30 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფელ წიწამურში, საგურამოსა და წილკანში; 12:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ძალისი, ქსოვრისი, მუხრანი, ილტოზა და მიდებარე სოფლებში; 13:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ღულელები, ტოლაანთსოფელი, თრანი, წყაროთუბანი, ბოჭორმა და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.