გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ნოემბერს 07:00-დან 07:05 საათამდე და 12:30-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ზაჰესში თავისუფლების, ენერგეტიკის, კასკადის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე მუხათგვერდში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში თხინვალა, ლისი, მსხალდიდი და მიმდებარე სოფლებში: 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში ვახტანგ ცინცაძის, როსტევანის, ანდრონიკაშვილის, ჩალიპირების და მიმდებარე ქუჩებზე. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – პირველივე დღიდან ვსაუბრობდით, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობა იყო შეკვეთილი, ვაკრიტიკებდით გამოძიებას, რომელიც მიმართული იყო იმისკენ, რომ შემკვეთებისთვის ხელი დაეფარებინათ – მრავალ შეკითხვას გაეცა პასუხი, საქმეზე გარკვეულ სიახლეებს ველოდები