გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ნოემბერს 04:00-დან 07:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის, დუშეთის და ყაზბეგის რაიონის სოფლებში მთა ვარცლა, მუხრანი, სნო, არღუნი და მიმდებარე სოფელბში; 04:00-დან 07:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ჟინვალი, არაგვისპირი, ჩანადირთკარი, ბიჩნიგაურები, ციხისძირი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში წიწამური, წილკანი და საგურამო; 12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ციხისძირი, ძალისი, პატარა ქანდა და მიმდებარე სოფლებში; 14:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ბულაჩაური, ქოჩორაანი, ქუბრიაანთ აგარაკი, დავათი და მიმდებარე სოფლებში.
სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.