გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეზღუდვა მცხეთისა და ყაზბეგის რაიონების სოფლებს შეეხება.
“ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 ოქტომბერს 12:00-იდან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ძეგვი, არმაზი, შიომღვიმის ტერიტორია, ქსანი, ნიჩბისი და მიმდებარე სოფლებში; 13:00-იდან 13:30 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონში სტეფანწმინდაში, არშაში, აჩხოტში, ფხელშეში, კარკუჩასა და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: თქვენ მილიარდები, ბიტკოინები თუ რაღაც ჯანდაბა გაიყავით, და როცა ვერ გაიყოფთ, “ფილტვში” მოიკალით თავი. Რადგან რაც უნდა ბიტკოინი და ვალუტა იშოვოთ, მაინც მდაბიო, ტურტლიან, ქვეშაფსია, შეშინებულ გლეხუჭებად დარჩებით!..