გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1-ელ ოქტომბერს 09:00-დან 11:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ციხისძირი, ხიდისყური, ძველი ქანდა, ქსანი, აღაიანი და მიმდებარე სოფლებში; 14:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში დიდგორის, ზემოუბნის, ბარათაშვილის, გაბრიელ ათონელის და მიმდებარე ქუჩებზე; 15:00-დან 16:30 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფელბში ღულელები, თრანი, ხევსურთსოფელი, ტოლაანთსოფელი, ბოჭორმა, საყდრიონი და მიმდებარე სოფლებში.
სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა დავითაია – ლავროვის განცხადების მიმართ არა თუ მისალმება, არამედ დადებითი გამოხმაურებაც დანაშაულის ტოლფასია – რუსეთი კონფლიქტში მხარეა, ის აფხაზეთსა და ცხინვალს დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებს