გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.
“ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 სექტემბერს 12:00-იდან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში მუხრანი, ქსოვრისი, ვარდისუბანი და მიმდებარე სოფლებში; 12:05-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს სოფელ გლდანში მარჯანიშვილის, წინამძღვრიშვილის, ტიხონოვის და მიმდებარე ქუჩებზე; 13:00-იდან 19:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ფასანაური, ჭართალი, მუგუდა, მენესო, ზანდუკი და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია მეზვრიშვილი გიორგი გახარიაზე თავდასხმაზე – დანაშაულის ადგილზე პერიმეტრი რომ განზრახ არ იყო დაცული და პოლიცია დაგვიანებით მივიდა, ამის მტკიცებულება არსებობს – მტკიცებულებების განადგურება უკვე იკვეთება

პაატა დავითაია – გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმა და ძალადობა ოპონენტებზე, ხელს უწყობს უმართავ პროცესს საზოგადოებაში, რაზეც პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას აკისრია