გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 სექტემბერს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, შეზღუდვა მცხეთას, მცხეთის რაიონის სოფლებს, დუშეთის რაიონის სოფლებსა და თბილისის ზოგიერთ უბანს შეეხება.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 სექტემბერს 07:00-იდან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთაში კოსტავას, კარიბჭის, ჯავახიშვილის, იბერიელის და მიმდებარე ქუჩებზე; 10:00-იდან 11:30 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში წიწამური და წილკანი; 10:30-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ გლდანში – მებაღიშვილის, ხერგიანის, ბარათაშვილის, მიქატაძის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში – ხევშა, ჭიკაანი, ქავთარაანი, ფასანაური, მლაშე და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ვერავის მოჰყავს მაგალითი, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული, მე კი უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო წინა ხელისუფლების მიერ სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე კომპანიების რუსებზე გასხვისების შესახებ

ლევან ხაბეიშვილი – კობახიძე-მდინარაძემ აიღო პასუხისმგებლობა ბიძინასთან, რომ რიჟვაძის საქმეს მიხედავენ – ელოდებიან მის გაუმჯობესებას, რათა სიცოცხლის სანაცვლოდ შესთავაზონ გარიგება, რომ ყველაფერი დააბრალოს ოპოზიციასა და ოპოზიციურ მედიებს

კახა კალაძე – ოჯახური ღირებულებების კანონთან დაკავშირებით იყენებენ ნაცად გეგმას, ქილიკით და ღლიცინით უნდათ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ – არც ამ კანონს და არც გამჭვირვალობის კანონს ვიზალიბერალიზაციასთან კავშირი არ აქვს