გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 აგვისტოს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: ჟებოტა, ლელოვანი, ღულელები, თეთრახევა, თეგერაანები და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს – დუშეთში მწითურის, სააკაძის, ჯაბუშანურის, სტალინის და მიმდებარე ქუჩებზე; 13:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში – მუხათწყაროში, ლისზე, მსხალდიდსა და მიმდებარე ტერიტორიაზე.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

ასევე დაგაინტერესებთ

“პროფესორმა მირიან გვრიტიშვილმა დამიძახა და მომიყვა, გერმანიის ახალი ელჩი მებაღეს ეძებს და მგონი საშენო საქმეაო, ფული ძალიან მჭირდებოდა, არც დავფიქრებულვარ, მეორე დღეს ვეახლე ფრაუ ტილდას”