გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1-ელ დეკემბერს 10:00 საათიდან 10:05 საათამდე აბონენტებს სოფელ გლდანსა და ავჭალაში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 19:00 საათამდე ასევე შეუწყდებათ აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ახალუბანი, მისაქციელი, ნატახტარი, სელექცია, საგურამო, ნიჩბისი, ქსანი, კარსანი და მიმდებარე სოფლებში.
„10:30-დან 16:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში თანიანთკარი, მეზვრიანთკარი, ნანიაანი და მიმდებარე სოფლებში; 10:40-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ცხვარიჭამია, კევლიანი, თეზამი, ლელუბანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში წოდორეთში, მსხალდიდში, ლისზე, ბევრეთსა და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ზაქაროო, ბურიანი, საგურამო, ახალსოფელი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.