გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 მაისს, 10:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში – ციხისძირი, მუხრანი, ძველი ქანდა, წიწამური და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში – ჩანადირთკარი და საშაბურო; 12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში – ფასანაური, ცხვედიეთი, ხევშა, ქოჩორაანი და მიმდებარე სოფლებში; 13:16-დან 15:15 საათამდე აბონენტებს ზაჰესში, ჯვრის ასახვევთან.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია მეზვრიშვილი – “ქართული ოცნება” ცდილობს, დასავლეთს გადააბრალოს არჩევნებში ჩარევა, რომ პოტენციური რუსული ჩარევის საფრთხეები გადაფაროს – მისი მიზანია, არ აღიაროს სადამკვირვებლო მისიების შეფასებები

პრემიერი – ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ვისაუბრეთ თანამშრომლობის გაფართოებაზე, ასევე, ერთობლივ ძალისხმევაზე, რომელიც აუცილებელია რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად