გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 აპრილს, 11:00-დან 11:05 საათამდე და 16:55-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში წილკანი, წეროვანი, მუხრანი, ფრეზეთ და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ჟებოტა, ტუშურები, ჩაბანო, იარაჯულები და მიმდებარე სოფლებში; 12:30-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში მაღაროსკარი, კაწალხევი, გომეწარი, ქალილო, უძილაურთა და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.