გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია”
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 აპრილს, 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩანადირთკარი, წითელსოფელი, ბულაჩაური, აბანოსხევი, ქუბრიაანი, საშაბურო, ბოდორნა, ლაზვიანი და მიმდებარე სოფლებში. 10:00-დან 10:05 საათამდე და 17:55-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში მაღაროსკარი, ბარისახო, ჩარგალი, შარახევი, ქალილო, წიფრანი, სონდისველა, როშკა, ლაუშა, თხილიანა და მიმდებარე სოფლებში. 11:30-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში მენესო, ჭართალი.
10:00-დან 12:00 საათამდე ძაბვა დროებით შეუწყდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში წეროვანი, ჩარდახი, გოროვანი, სხალტბა, მუხრანი. 11:00-დან 15:00 საათამდე – სოფლებში ბიწმენდი, ჯიღაურა, ჭოპორტი, არაშენდა, გალავანი, წინამძღვრიანთკარი, კოტორაანთკარი. 11:00-დან 18:00 საათამდე – სოფლებში საგურამო, ახალსოფელი, ზედაზენი, წიწამური, გაზის დასახლება.
10:30-დან 18:30 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს სოფლებში მუხათწყარო, ლისი. 13:00-დან 18:30 საათამდე – სოფლებში მამკოდა, ლელუბანი, გლდანი, მშრალხევი, ვეჯინი, ნადიკვრები, ხოდაბუნების ტერიტორიაზე.
13:00-დან 17:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეუწყდებათ თიანეთის რაიონის სოფლებში მაგრანეთი, ზემო ნაქალაქარი, ორხევი, ყუდრო, დორეულები, ვეძათხევა, საჯინიბო, სიონი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ასევე დაგაინტერესებთ