გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს.
კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9აპრილს 07:00-დან 20:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებსმცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მუხრანი, ქანდა, ქსანი, ციხისძირი, ქსოვრისი, პატარა ქანდა, წეროვანი, ძველი ქანდა, ვარდისუბანი, აღაიანი; 15:00-დან 19:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში მამკოდა, გლდანი (ხოდაბუნების ტერიტ.).
ამასთან, 10 აპრილს 11:00-დან 17:00 საათამდე ძაბვა დროებით შეუწყდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჩანადირთკარი, წითელსოფელი, ბულაჩაური, აბანოსხევი, საშაბურო, ქუბრიაანთკარი, ლაშარის ჯვარი, ბოდორნა, ლაზვიანი და მიმდებარე სოფლებში. ხოლო, 11:00-დან 17:00 საათამდე ენერგომომარაგებადროებით შეუწყდებათ თიანეთის რაიონის სოფლებში: სიმონიანთხევი, თოლენჯი, ბალებისხევი, მელიასხევი, ევჟენტი, ბოკონი, ხევსურთსოფელი, კვირიისხევი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს სოფლებში: თხინვალა, ლისი, მსხალდიდი, ქვემო ლისი; 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდებათ მომხმარებლებს მცხეთის რაიონის სოფლებში: საგურამო, ახალსოფელი, წიწამური, გაზის დასახლება, არაშენდა, ბიწმენდი.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
