გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
მათი ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 აპრილს, 11:00-დან 17:00-საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ჩანადირთკარი, წითელსოფელი, აბანოსხევი, მლაშე, ბულაჩაური, საშაბურო და მიმდებარე სოფლებში; 11:30-დან 17:00-საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: მაგრანეთი, ზემო ნაქალაქარი, დორეულები, ყუდრო და მიმდებარე სოფლებში; 14:00-დან 16:00-საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში სეთურნი, ქუმლისციხე, გუდაური, ჯაღმიანი, მთა ვარცლა და მიმდებარე სოფლებში; 14:40-დან 18:30-საათამდე აბონენეტბს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში, ჩალიპირებსა და მიმდებარე სოფლებში; 16:10-დან 18:30-საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში მსხალდიდში, ნახშირგორასა, ლისზე და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ