გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 აპრილს 10:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს ზაჰესში თავისუფლების, ჭიჭინაძის, კასკადის და მიმდებარე ქუჩებზე შეეზღუდებათ.
ასევე, 11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში საგურამო, ახალსოფელი, ჭყანტი ქედის მიმდებარედ და მიმდებარე სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ.
ინფორმაციის თანახმად, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

ასევე დაგაინტერესებთ

თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი – ვიზიარებ გარემოებებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს ზიანი მივაყენე და ვნანობ – ყველა მსხვილ შესყიდვასთან დაკავშირებით, მინისტრი იყო ინფორმირებული