გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 აპრილს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში – ტუშურები, ზარიძეები, ხოფცა, წიკვლიაანთკარი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 12:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში მისაქციელი, ნავაზარი, სელექცია, ნატახტარი, ნაოზა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 11:05 საათამდე და 17:55-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ახატანი, ჭოპორტი, ცხვარიჭამია, მაღრანი და მიმდებარე სოფლებში; 13:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში ზაჰესში და სოფელ გლდანში; 17:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფლებში თხინვალა, მუხათწყარო, ლისი, თელეების მიწა, ნახშირგორა და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.