გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 მარტს, 11:00-დან 17:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სპფლებში – ღულელები, სიმონიანთხევი, ნადოკრა და მიმდებარე სოფლებში;
მათივე ცნობით, 12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში საგურამო, ახალსოფელი,, კოტორაანთკარი, გალავანი და მიმდებარე სოფლებში; 13:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ახალშენი, მჭადიჯვარი, ლამოვანი, ციხევდავი და მიმდებარე სოფლებში; 13:05-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში ნაფეტვრები, ლისი, მსხალდიდი, მუხათწყარო, ნახშირგორა და მიმდებარე სოფლებში ასევე შეეზღუდებათ ელექტროენერგიით სარგებლობა.
როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.