გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 მარტს 06:00-დან 07:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში ზაჰესში კასკადის, ჭიჭინაძის, თავისუფლების და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ჭილურტი, პეტრიანი, ებნისი, ბურღულები, გრემისხევი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 11:05 საათამდე და 16:55-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ახალშენი, ძალისი, ქსოვრისი, მუხრანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს დუშეთში სტალინის, ტაბიძის, კონსტიტუციის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:30-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ღულელები, ტოლაანთსოფელი, თრანი, წყაროთუბანი და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.