გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 მარტს 10:30-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ჩანადირთკარი, წითელსოფელი, აბანოსხევი, მლაშე, საშაბურო და მიმდებარე სოფლებში; 10:40-დან 18:30 თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ გლდანში და თიანეთის გზატკეცილზე; 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ღულელები, სიმონიანთხევი, ხევსურთსოფელი, დევენაანთხევი, ალოტი, მელიასხევი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში მისაქციელი, სელექცია, ნატახტარი, ახალუბანი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.