გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, 2 ოქტომბერს, 12:00-დან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებს შეეზღუდება.
მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამოა ელექტრო ენერგიის მიწოდება მცხეთისა და სოფელი დიღმის აბონენტებსაც შეუწყდებათ.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 ოქტომბერს 12:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ბარისახო, კორშა, როშკა, მაღაროსკარი, კმოსტი და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: მისაქციელი, ნატახტარი, მუხრანი, საგურამო და მიმდებარე სოფლებში;
15:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში – ცამეტი ასურელი მამის, ილია შეყლაშვილის, ჩალიპირების, ვლადიმერ მაყაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.
სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი – საქართველოს ევროპისა და აშშ-სგან სჭირდება მოსახლეობის მხარდაჭერა, მორალური მხარდაჭერა და ბევრი დამკვირვებელი არჩევნებისთვის, რადგან მომავალი ერთი თვის განმავლობაში მეტი ვერაფერი გაკეთდება – იზოლაცია ჩვენთვის ყველაზე უარესი კოშმარია