გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ოქტომბერს, 11:00-დან 11:40 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთაში ბაგინეთის, წერეთლის, რუსთაველის, აღმაშენებლის, მირიანის, ფარნავაზის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში კაიშაურები, მთა ვარცლა, გუდაური, იუხო, ჭივილაანები, თანდილაანთკარი და მიმდებარე სოფლებში; 14:00-დან 18:00 საათამფდე აბონენტებს სოფელ დიღომში ცამეტი ასურელი მამის, ვაჟა-ფშაველას, სარგის კაკაბაძის, ბიძინა ბარათაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.
სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – დღეს საქართველოში რეპრესიებია – სამწუხაროდ, 1937 ძალიან ახლოს ჟღერს – მთავრობა, რომელიც რუსეთის ტაქტიკას ასახავს, სასამართლო სისტემას და პოლიციას მოქალაქეების წინააღმდეგ იარაღად იყენებს