გეგმური სამუშაოების გამო, 24 სექტემბერს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 სექტემბერს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 სექტემბერს, 09:00 საათიდან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ დიღომში: ზემოუბნის, დავით აღმაშენებლის, დიდგორის, გაბრიელ ათონელის, ძველი ვეძისის და მიმდებარე ტერიტორიაზე;
11:00 საათიდან 14:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: ომარაულები, ბოჭორმა და მიმდებარე სოფლებში;
11:00 საათიდან 18:30 საათამდე აბონენტებს მცხეთაში: სააკაძის, ქართლის, ღართიკარის და მიმდებარე ქუჩებზე;
11:30 საათიდან 18:30 საათამდე აბონენტებს სოფელ გლდანში: მარჯანიშვილის, ტიხონოვის, წინამძღვრიშვილის, ბარათაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;
12:00 საათიდან 12:30 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ნეძიხი, თვალივი, გუდრუხი, ხილიანა და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის განმარტებით, სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტები“ არიან და მათზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი უნდა გავრცელდეს