გეგმა არსებობს, ვითარება რთულია, გამოწვევა არის ძალიან ბევრი – სტიქიაზე

“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი, გურიაში სტიქიის დაწყებიდან სამი დღის თავზე გურიაში ჩავიდა და განაცხადა, რომ მდგომარეობა არის “საკმაოდ რთული” და “გამოწვევა ძალიან ბევრი”.
ჟურნალისტებთან საუბრისას კობახიძემ აღნიშნა, რომ გუშინდელმა თოვამ გაართულა ვითარება და სწორედ ამიტომ, დღეს გახდა აუცილებელი თავდაცვის ძალების ჩართვა სამაშველო ოპერაციაში.
“მდგომარეობა არის რთული. სოფლების ძალიან დიდი ნაწილი მოწყვეტილი არის გარე სამყაროს, ვერ მყარდება კომუნიკაცია სოფლების მნიშვნელოვან ნაწილთან, ამ კუთხით არის ძალიან ბევრი სამუშაო, ამისთვის ტექნიკა იქნება მობილიზებული იმისათვის, რომ მაქსიმალურად აღდგეს კავშირი კონკრეტულ სოფლებთან და ამაზე უკვე ამ მომენტიდან განახლდება აქტიური მუშაობა, ასევე დაგვჭირდება მარაგების მობილიზება, როგორც მედიკამენტების ნაწილში, ასევე სურსათისა და შეშის ნაწილში – გათბობისთვის და ამასთან დაკავშირებითაც ვიმუშავებთ კონკრეტული გეგმით.
მთლიანობაში, გეგმა არსებობს, ვითარება რთულია, გამოწვევა არის ძალიან ბევრი, თუმცა ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიმუშაოთ ყველა პრობლემის გადაჭრაზე”, – თქვა კობახიძემ.
20 თებერვლის შემდეგ გურიასა და აჭარაში დიდი თოვლის გამო გაჩერებულია საავტომობილო მოძრაობა, სოფლების დიდი ნაწილი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი.
გარე სამყაროს მოწყვეტილ ხალხს გადაუდებელი დახმარება სჭირდება – გურიაში დიდთოვლობის გამო რთულ მდგომარეობაში მყოფი ბევრი მოქალაქე ხელისუფლების უყურადღებობას უჩივის.
დიდთოვლობამ დააზარალა აჭარის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებიც.
შეფერხებულია ენერგომომარაგება.
დროებით დაიხურა ბათუმის აეროპორტი.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)