გეგმაზე მომუშავე პერსონალის მხრიდან საერთაშორისო მედიაში გაჟონა ჩარჩო-ხელშეკრულების სამუშაო ვერსიამ, რასაც ჟურნალისტებმა საკუთარი ინტერპრეტაცია დაუმატეს – -ის “სამშვიდობო გეგმაზე”

გეგმაზე მომუშავე პერსონალის მხრიდან საერთაშორისო მედიაში გაჟონა ჩარჩო-ხელშეკრულების სამუშაო ვერსიამ, რასაც ჟურნალისტებმა საკუთარი ინტერპრეტაცია დაუმატეს – -ის “სამშვიდობო გეგმაზე”
აშშ-ის “სამშვიდობო გეგმასთან გადაკავშირებით გავრცელენულ ურთიერთგამომრიცხავ და ორზაზროვან განცხადებებს სოციალურ ქსელში ზურაბ გურული ეხმაურება.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ”
“4 საათის წინ, სოციალურ პლატფორმა X-ზე სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ დაწერა შემდეგი:”სამშვიდობო გეგმა შედგენილი იყო ამერიკის მიერ. იგი შეთავაზებულია როგორც სოლიდური ჩარჩო მიმდინარე მოლაპარაკებებისათვის.გეგმა ემყარება რუსული მხარისაგან მიღებულ მასალებს. მაგრამ იგი ასევე ემყარება უკრაინისაგან ადრე და მიმდინარე დროში მიღებულ მასალებსაც.”
ცოტა უფრო ადრე, მედიაში ასევე გავრცელდა სრულიად განსხვავებული შინაარსის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, რუბიომ ამერიკელ სენატორებს უთხრა, რომ 28 პუნქტიანი გეგმა “რუსების სურვილების სიას” წარმოადგენს.
2 დღის უკან, მ განაცხადა, რომ რუსეთს არავითარი კავშირი არა აქვს ამ გეგმასთან.
რა ლოგიკური დასკვნების გამოტანა შეიძლება ამ უხერხული აჯაფსანდალისაგან? 1. ამ გეგმის ავტორი ვერ იქნებოდა, რადგან მათთვის სასარგებლო პუნქტების გარდა, ეს გეგმა შეიცავს მათთვის მიუღებელ ბევრად უფრო მეტ პუნქტს. 2. უკრაინისგან მიღებული ინფორმაციები ნამდვილად არის გათვალისწინებული ამ გეგმაში, რადგან იგი შეიცავს უკრაინისათვის მისაღებ, ძალიან სერიოზულ პუნქტებს. 3.გეგმა ნამდვილად შეიცავს პუნქტებს რუსების სურვილთა სიიდან. 4. გეგმა მართლაც არ არის დასრულებული ვერსია, არამედ სოლიდური ჩარჩოა, რასაც შემდგომი დახვეწა და სრულყოფა სჭირდება.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ როგორც სჩანს ეს გეგმა დასრულებულ ვერსიად წარმოიდგინა, რასაც მოჰყვა მისი ემოციური განცხადება.როდესაც მას აუხსნეს, რომ ეს მხოლოდ ჩარჩოა, შემდეგ განაცხადა რომ ამერიკელებთან და ევროპელებთან ერთად იმუშავებს ხელშეკრულების დეტალების დაზუსტებაზე, რაც აბსოლუტურად აუცილებელი და ნორმალური პროცესია.
ევროპის რეაქციაც დასაწყისში იყო არაადექვატური, რადგან მათაც ასევე ჩათვალეს რომ გეგმა არა ჩარჩოს, არამედ დასრულებულ ვერსიას წარმოადგენდა და მისი მიღება 27 ნოემბრამდე უნდა მომხდარიყო.
რატომ შეიქმნა ასეთი იდიოტური სიტუაცია?
იმიტომ, რომ ამ გეგმაზე მომუშავე პერსონალის მხრიდან საერთაშორისო მედიაში გაჟონა ჩარჩო-ხელშეკრულების სამუშაო ვერსიამ, რასაც ჟურნალისტებმა საკუთარი ინტერპრეტაცია დაუმატეს. თუ გავიხსენებთ რამდენიმე დღის წინ მომხდარ გიგანტურ სკანდალს BBC-ში, ადვილად მივხვდებით თუ რამდენად შეიძლება თანამედროვე მედია-საშუალებების მიერ მოწოდებულ ინფორმაციებზე დაყრდნობა. ისინი უპრობლემოდ ამონტაჟებენ რეალობას საკუთარი სარედაქციო პოლიტიკის შესაბამისად. ამასთან, მედია-საშუალებებმა კარგად იციან, რომ სოციუმის 90% მხოლოდ სტატიების სათაურებით იქმნის აზრს მიმდინარე მოვლენებზე.
და ბოლოს, ვისაც გულწრფელად აინტერესებს ამ ჩარჩო-გეგმის რაობა, საჭიროა დეტალურად გაეცნონ მის ყველა პუნქტს და ამასთან გაიაზრონ კიდეც,' – წერს ზურაბ გურული.