გდდ-დან ხარებას სანდო კადრი და ე.წ. “მორბენალების” დანაყოფის ხელმძღვანელი, იოსებ მარგველაშვილი გაუშვეს

ხარებას კიდევ ერთი კადრი – იოსებ მარგველაშვილი, რომელიც ე.წ. „მორბენალების“ დანაყოფს ხელმძღვანელობდა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან გათავისუფლებულია.
საუბარია სპეცრაზმის იმ ჯგუფზე, რომელიც საპროტესტო აქციებზე განსაკუთრებული სისასტიკით მოქმედებდა: მოქალაქეებს ქუჩა-ქუჩა დასდევდა, ძალით შეჰყავდა კორდონებში და მონაწილეობდა დარბევებში.
„პირველები“ იმ ბაზაზე მივიდა, სადაც მარგველაშვილი მსახურობდა და კითხვებით მიმართა თანამშრომლებს. მათი თქმით, გათავისუფლების მიზეზებზე ინფორმაცია არ აქვთ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო პროცესზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.