“გგონიათ, “რეალის” დონის გუნდში თამაშს შეძლებს?” – “ლაციოს” ყოფილი ფეხბურთელი ოსიმენზე

ვეტერანმა ფეხბურთელმა მარკო პაროლომ Dazn-ის ეთერში “ნაპოლის” ფორვარდის, ვიქტორ ოსიმენის შესახებ ისაუბრა.
“ლაციოს” ყოფილი ნახევარმცველის თქმით, ნიგერიელი ფეხბურთელი “რეალის” დონის გუნდში თამაშს ვერ შეძლებს.
“ოსიმენის შესახებ ეჭვები მაქვს. ჩემთვის ის ჩემპიონი არ არის. ვფიქრობ, მას სჯერა, რომ ყველაფრის გაკეთება შეუძლია, რასაც მოინდომებს. ვიქტორი ფიქრობს, რომ “პრიმადონაა”. თუმცა, როდესაც დიდ გუნდში თამაშობ, საკუთარ ეგოზე უარი უნდა თქვა, რადგან გრანდებში უამრავი “პრიმადონაა”.
ჩემი აზრით, “რეალის” დონის გუნდში თამაშს ვერ შეძლებს. თუ მბაპე “პარი სენ ჟერმენს” დატოვებს, ამ კლუბში ოსიმენს სიამოვნებით ვიხილავდი, მაგრამ
ნებისმიერ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ დიდ გუნდში გაუჭირდება”, – განაცხადა პაროლომ.
შეგახსენებთ, იტალიელი ნახევარმცველი “ლაციოს” რიგებში 2014/2021 წლებში ასპარეზობდა და კარიერა სწორედ “არწივებში” დაასრულა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში