“გახსნილი ხვანჯარი და ხმის ფარულობა!” – ლაშა ნაცვლიშვილი

გახსნილი ხვანჯარი და ხმის ფარულობა! სად ერეკლე და სად მიქაელ როთიო, ვიდრე გაიფიქრებთ, ერთი წუთი დამითმეთ: ყველა შევსწრებივართ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ხვანჯარგახსნილ კაცს, რომელიც არც იშმუშნება, არც უხერხულობს და არც ხელს იფარებს უბეზე, ანუ თ ა ვ ი ს უ ფ ლ ა დ იქცევა, რადგან არ იცის, რომ ხვანჯარი შეხსნილი აქვს (ვიდრე ვინმე ღვთისნიერი დელიკატურად არ მიუთითებს ამაზე (რაც მალე, უკეთესია)). ვინც ორი მილიონი ამომრჩევლის მოტყუება კენჭისყრიდან მხოლოდ მეოთხე დღეს სცადა – ხმის ფარულობა დარღვეული იყოო (ანუ ხვანჯარი შეხსნილი) – ის ხომ თავად ადასტურებს, რომ ხმის მიცემის დროს ამომრჩეველმა ამის თაობაზე არაფერი იცოდა და არჩევანს თავისუფალი ნების გამოხატვის პირობებში აკეთებდა (არ იშმუშნებოდა, არ უხერხულობდა, ხელს არ იფარებადა, ანუ თ ა ვ ი ს უ ფ ლ ა დ იქცეოდა), რაც აისახა კიდეც არჩევნების შედეგებში? მითუმეტეს, რომ ხმის ფარულობა რეალურად არ იყო დარღვეული (არც ხვანჯარი შეხსნილი), სხვა შემთხვევაში, კენჭისყრის დღეს ერთი საჩივარი მაინც დაიწერებოდა ამაზე და საჯაროდაც წიოკი ატყდებოდა. ხოდა, ჩვენდა სამარცხვინოდ ბარიერგადალახულო ოპოზიციავ, გაეშვით იმის… რა ჰქვია … ხო, მიქაელ როთის წვალებას და დროზე დურთეთ თქვენი უტვინო და უსინდისო თავები პარლამენტში, ვიდრე გელოდებიან. გახსოვდეთ, დრო შეზღუდულია…

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს