გახსნითი ცერემონიის კულმინაცია (ვიდეო)

ფრანგმა ოლიმპიელებმა, ტედი რინერმა და მარი-ჟოზე პერეკმა ოლიმპიური ცეცხლი დაანთეს.

ოლიმპიური ჩირაღდანი გადაეცა ლეგენდარულ სპორტსმენებს ზინედინ ზიდანს, რაფაელ ნადალს , სერენა უილიამსს, კარლ ლუისს, ტონი პარკერსა და რამდენიმე ფრანგ ოლიმპიელს.

ცეცხლის დანთება მას შემდეგ მოხდა, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გახსნილად გამოაცხადა.

მანამდე პარიზში, ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადის ისტორიაში პირველად გახსნის ცერემონიის ადგილი არა სტადიონი, არამედ მდინარე იყო.