გახმაურებული ძარცვა საბერძნეთში | ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი “იკა ქუთაისკი” საქართველოს წინააღმდეგ დავას სტრასბურგში გეგმავს

ქართველი კანონიერი ქურდი საბერძნეთში კრიმინალური სკანდალის ცენტრალური ფიგურა ხდება. ქართული მაფიის შვიდივე დაკავებულ წევრს ბერძნული სასამართლო ციხეში უშვებს, თუმცა ირაკლი ხოხიაშვილის მიმართ ინტერესი განსაკუთრებულია როგორც საბერძნეთში, ასევე საქართველოში. ცნობილი ხდება, რომ ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელიც ჯგუფს მეთაურობდა, საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში გეგმავს დავას და წარსულში უკვე აქვს ხელისუფლებასთან დაპირისპირების გამოცდილებაც. ახლა მისი ადვოკატი ცნობილი იურისტია, რომელიც ამტკიცებს, რომ იკა ქუთაისკის მიმართ ბრალდება უსაფუძვლოა.

ვიდეო