გახდი წარმატებული საერთაშორისო ასპარეზზე – გაეცანი Webster University Tbilisi-ის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის უპირატესობებს

შეისწავლე საერთაშორისო უსაფრთხოება, ეკონომიკა, საერთაშორისო პოლიტიკა, ადამიანის უფლებები და ამავდროულად, შექმენი შენი პროფესიული ქსელი, რომელიც კარიერულ განვითარებაში დაგეხმარება. Webster University Tbilisi-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა ისეა შექმნილი, რომ სტუდენტი იძენს კომუნიკაციის, ანალიტიკური აზროვნების, პრობლემის გადაჭრის უნარებს. მასში ინტეგრირებულია ტექნოლოგიები. შედეგად კი კურსდამთავრებულს გლობალური პრობლემების გადაჭრა ეთიკური, პასუხისმგებლობიანი და კრეატიული გზით შეუძლია.
Webster University Tbilisi გახლავთ გლობალური ამერიკული უნივერსიტეტის ფილიალი საქართველოში, სადაც საერთაშორისო დონეზე აკრედიტებული პროგრამები შეისწავლება. Webster University ერთ-ერთია იმ უნივერსიტეტებს შორის, რომლებიც უკვე 30 წელზე მეტია, რაც საერთაშორისო ურთიერთობებს შეასწავლიან სტუდენტებს. პროფესორები არიან გამოცდილი მეცნიერები და პრაქტიკოსები ისეთ დარგებში, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა, დიპლომატია, უსაფრთხოება, საერთაშორისო სამართალი და პოლიტეკონომიკა.
საბაკალავრო პროგრამა მოიცავს როგორც სავალდებულო, ისე არჩევით საგნებს. ეს კი ნებისმიერ სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი განათლება და კარიერა ინტერესების შესაბამისად წარმართოს.
მნიშვნელოვანია ის ფაქტიც,რომ სტუდენტებს, რომლებიც Webster University Tbilisi-ში ჩააბარებენ, საშუალება ექნებათ ერთი ან რამდენიმე სემესტრი უნივერსიტეტის მსოფლიოს მასშტაბით არსებულ ნებისმიერ კამპუსში ისწავლონ. აღსანიშნავია, რომ სტუდენტები გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის დროს Webster University Tbilisi-ს კამპუსში სწავლის საფასურს გადაიხდიან, რაც სხვა კამპუსებთან შედარებით რამდენჯერმე ნაკლებია. Webster University Tbilisi-ში საქართველოს მოქალაქეებისთვის აკადემიური წლის სწავლის გადასახადი 7900$-ია, მაშინ როდესაც მაგალითად, ანალოგიურ საბაკალავრო პროგრამებზე სწავლა ნიდერლანდებში ღირს 17 500€, ავსტრიაში – 23 478€, -ში 32 390$, შვეიცარიაში კი 37 465€.
საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა შექმნილია დარგის ექსპერტების მიერ საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით. პროგრამა სტუდენტებს უვითარებს კომპლექსური საერთაშორისო ურთიერთობების აღქმისა და გაგების უნარ-ჩვევებს. ასწავლის იმას, თუ როგორ არის კულტურები და ადათ-წესები ინტეგრირებული ბიზნესში, პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც შემდგომ ქმნის მყარ საფუძველს მათი პროფესიონალებად ჩამოყალიბებისთვის. საერთაშორისო ურთიერთობების სასწავლო პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს გააანალიზონ იურიდიული, ისტორიული, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორები. პროგრამის სტუდენტები ასევე იკვლევენ გლობალური საზოგადოების დინამიკას, სტრუქტურულ მახასიათებლებს და ჰუმანიტარულ საკითხებს.
აქვე გაგაცნობთ გლობალური მოქალაქეობის მოდულსაც, რომელიც Webster University Tbilisi -ის ყველა პროგრამის, მათ შორის საერთაშორისო ურთეთობების პროგრამის სავალდებულო ნაწილია. ეს უნიკალური მოდული ეხმარება სტუდნეტებს გლობალური გამოწვევების დაძლევაში და აძლევს საჭირო უნარებს მდგრადი გადაწყვეტილებების მისაღებად. ეს უნარებია: კრიტიკული აზროვნება, ეფექტური კომუნიკაცია და პრობლემების გადაჭრა. სტუდენტები სწავლობენ, როგორ გამოიყენონ თავიანთი პირადი გამოცდილება აკადემიურ სივრცეში. სწავლების პროცესში ისინი ეუფლებიან 21-ე საუკუნის გლობალური, პასუხისმგებლობიანი მოქალაქისთვის აუცილებელ კომპეტენციებს, რაც მათი საერთაშორისო კარიერისა და სხვადასხვა კულტურაში ეფექტური მუშაობისთვის არის საჭიროს.
ვებსტერის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში კარიერის განვითარების მრავალმხრივ შესაძლებლობებს ხსნის. ეს შეიძლება იყოს:
· სახელმწიფო სამსახური, სადაც კურსდამთავრებულს შეუძლია მუშაობა მათ შორის დიპლომატად ან ანალიტიკოსად;
· საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა გაერო, მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ან სხვა;
· არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ადამიანის უფლებების, გარემოს დაცვის, ჯანდაცვის ან სხვა გლობალური გამოწვევის მიმართულებით;
· ბიზნესი, სადაც საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს შეუძლია დასაქმდეს საერთაშორისო კომპანიაში ან საკონსულტაციო ფირმაში.
თითოეული დასახელებული მიმართულებით მაღალკვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნა სტაბილურად მზარდია. აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით, პოლიტიკურ მეცნიერებებში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა 2021-2031 წლებში 6%-ით გაიზრდება. მოთხოვნის ზრდის პარალელურად, სტაბილურად იზრდება კადრების ანაზღაურებაც.
როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის იმ უნარების გამომუშავებას, რაც მათ გლობალურად წარმატების მისაღწევად სჭირდებათ. პროგრამა ასევე მოიცავს პრაქტიკას და სტაჟირებებს წამყვან ორგანიზაციებში.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვანი პროგრამის კოდი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არის 2020102 და ვებსტერ უნივერსიტეტი თბილისის პირველ პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში გაიცემა 1400$-იანი გრანტი.