გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი Fulbright-ის პროგრამაში და გაემგზავრე აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად

განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად „“ ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, 2014 წლიდან Fulbright-ის პროგრამის პარტნიორია. რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველწლიურად, საქართველოს ბანკი Fulbright-ის ფარგლებში გამარჯვებულებს ავლენს და მათ -ს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო საფეხურზე სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს.

უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 16 სტიპენდიატი. მათი რაოდენობა კი ყოველწლიურად იზრდება.

განათლების გზაზე არ გაჩერდე – 2026-2027 წლების Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამაზე აპლიკაციების მიღება 2025 წლის 1 აგვისტომდე მიმდინარეობს. განაცხადის შესავსებად ეწვიეთ საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის (IIE) პორტალს.

Fulbright-ის პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს ნებისმიერ იმ მოქალაქეს შეუძლია, რომელსაც დასრულებული აქვს საბაკალავრო საფეხური ან იმყოფება მეოთხე კურსზე და მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელება აშშ-ში სურს.

სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, შერჩეული ახალგაზრდები ჩააბარებენ TOEFL-ის, GRE-ისა ან/და GMAT-ის გამოცდებს. TOEFL-ის ტესტს აბარებს ფინალურ ეტაპზე გადასული ყველა მონაწილე, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა ინგლისურენოვანი გამოცდილება.

საქართველოს ბანკის სტიპენდიის მოპოვება ფულბრაიტში მონაწილე ყველა იმ წარმატებულ სტუდენტს შეუძლია, რომელიც დაინტერესებულია აშშ-ში სწავლა ბიზნესის ადმინისტრირების, STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) ან სხვა მიმართულებით განაგრძოს.

სტიპენდიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: stipendia.bog.ge

ინფორმაციისთვისახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნითსაქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტიასწორედ ამიტომბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარსრითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვისსტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობასბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებსროგორებიც არისსაქართველოს ბანკის სტიპენდიებიგიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდიადიდ ბრიტანეთშიაშშსა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსებაიდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტისაქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლასაქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადაეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადაევერესტიამასთანსაჯარო მეტყველების კონკურსიდა სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge