Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო. პროექტის მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“.
აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო საფეხურზე სწავლის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, 1 აგვისტომდე შეავსონ განაცხადი ბმულზე, გახდნენ საქართველოს ბანკის სტიპენდიატები და მიიღონ სწავლისა და საცხოვრებელი ხარჯების 100%-იანი დაფინანსება.
- პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც ფლობს ბაკალავრის ხარისხს ან არის მეოთხე კურსის სტუდენტი.
- სასტიპენდიო პროგრამის მოთხოვნებისა და განაცხადის შევსების წესების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე;
- აპლიკაციის ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ, ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებენ გასაუბრებაში;
- შერჩეული აპლიკანტები კი ჩააბარებენ სამი ტიპის ტესტს: TOEFL, GRE, GMAT.
საქართველოს ბანკი Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამასთან 2014 წლიდან თანამშრომლობს და ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერით, აშშ-ში სწავლის შესაძლებლობა უკვე 15-მა ახალგაზრდა პროფესიონალმა მიიღო.
განათლების გზაზე არ გაჩერდე – Fulbright-ის პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ–სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge